воскресенье, 12 октября 2008 г.

პირამიდა

1.პროექტის სახელი:პირამიდა

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდების წარმოშობის ისტორიას,მათ ადგილმდებარეობას,არკვევენ ამ გეომეტრიული ფიგურის თვისებებს.მოიძიებენ მასალებს პირამიდებზე ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან პირამიდებს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას. გაარკვევენ როდის და სად აშენდა პირამიდები.გამოიკვლევენ მას, როგორც გეომეტრიულ ფიგურას.მოძიებული მასალების საფუძველზე გამოთვლიან ერთ-ერთი ცნობილი პირამიდის ზედაპირის ფართობს და მოცულობას.შექმნიან პირამიდის მაკეტს და გამოთვლიან მის ზედაპირის ფართობს და მოცულობას. გამოიკვლევენ, რა ასახვა ჰპოვა პირამიდებმა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. შეაგროვებენ ფოტომასალას.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:15-18წ. X-XIIკლასები

5.ვადები/ხანგრძლივობა:2009 წლის იანვრიდან 3-4 თვის განმავლობაში, მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი გეგმის შესაბამისად.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე,ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა, ზუსტი გამოთვლების ჩატარება,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პირამიდის მაკეტი, ფოტოალბომი, ჩანახატები,ბლოგი, გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.

8.სარგებელი სხვებისთვის:გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრების შესახებ, გაეცნობიან ეპოქას, როცა ხდებოდა მათი მშენებლობა, ფოტოგამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიურ სიამოვნებას.

9.სამუშაო ენა:ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა)ისტორია:გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ბ)გეოგრაფია:ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, კლიმატის გავლენა მასზე.
გ)ქართული ენა:ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, ჩანახატის, ესსეს შექმნა,მსჯელობის უნარის განვითარება.
დ)მათემატიკა:ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს, პოულობს მის ზომებს და და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ე)ხელოვნება:ამ ადგილის ამსახველი ნახატების, კინოფილმების მოძიება და განხილვა, ფოტოგამოფენის მოწყობა.
ვ)ისტ:ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,ისტ საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ბლოგის შექმნა.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ქ. გორის N7 საჯარო სკოლა-თეა ხუროშვილი
ქ. ქუთაისის N25 საჯარო სკოლა-ნანა კვაბზირიძე
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნანა დემეტრაშვილი-გორის N4 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:nanademetrashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea2ccee
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:icttrainingnana4.blogspot.com